ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპი სპეცპროკურორის გადაყენებას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სპეცპროკურორის თანამდებობიდან რობერტ მიულერის გადაყენებას გეგმავს. ამის შესახებ Newsmax-ის გენერალურმა დირექტორმა და შეერთებული შტატების ლიდერის მეგობარმა კრისტოფერ რუდიმ გადაცემა PBS NewsHour-ის ეთერში განაცხადა.
რუდის განცხადებით, ტრამპმა ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, მიულერის და „დემოკრატიული პარტიის“ ახლო კონტაქტების გამო მიიღოს.
გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, მიულერთან მომუშავე ოთხი პირი ტრამპის პოლიტიკურ ოპონენტებს, „დემოკრატიულ პარტიას“ ფულს ურიცხავდა. ამასთანავე ამერიკული მედია წერს, რომ სპეცპროკურორის გადაყენების პროცედურა საკმაოდ რთულია და პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების განხორციელება გაუჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები