„ისლამური სახელმწიფო“ და „ალ ქაიდა“ ევროპაში ახალ ტერაქტებს გეგმავენ

ტერორისტული დაჯგუფებები, „ისლამური სახელმწიფო“ და „ალ ქაიდას“ ახალ ტერაქტებს გეგმავენ. თავდასხმები ევროპაში, აშშ-ში, რუსეთში, ავსტრალიაში, ერაყში, ირანში, სირიასა და ფილიპინებზე იგეგმება. სააგენტო “როიტერის“ ინფორმაციით, „ბოევიკები“ თავს მომხრეებს თავდასხმებისკენ მოუწოდებენ.
ამ ინფორმაციის მიხედვით, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აბი ალ-ჰასან ალ-მუჰაჯირიმ შესაბამისი აუდიომიმართვა მესენჯერ ტელეგრამის მეშვეობით გაავრცელა. თავდასხმები რამადანის დასრულებამდე, ანუ 25 ივნისამდე იგეგმება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტული ორგანიზაცია “ალ ქაიდა” ევროპაში თავდასხმებს გეგმავს. ტერორისტები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩის დროს სტადიონზე აფეთქების მოწყობას აპირებს.
ან ინფორმაციის მიხედვით, სტადიონზე ასაფეთქებელ მოწყობილობებს “ალ-ქაიდას” რიგებში მყოფი ექიმები შეიტანენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები