დავით სერგეენკო: პირველადი მოხმარების წამლებზე ფასების მატება ჩვენს მონიტორინგს არ დაუფიქსირებია

“პირველადი მოხმარების წამლებზე ფასების მატება ჩვენს მონიტორინგს არ დაუფიქსირებია”, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისივე თქმით, აფთიაქებში პირველადი მოხმარების წამლებზე ფასებს ჯანდაცვის სამინისტრო და ზოგადად, სახელმწიფო არ აკონტროლებს.
”ამ თემასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ პირველადი მოხმარების, კერძოდ, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა დათქმულ ვადებში დაიწყება. პროცესების ფინალიზაცია მიდის და ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ რიცხვებში, უკვე პირველი პაციენტები მიიღებენ.
ეს არის თავისუფალი ბაზრის პრინციპით მოქმედი 100%-ით კერძო ინდუსტრია”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები