თბილისის საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, თბილისის საკრებულოს წევრებმა და თბილისის მერიის წარმომადგენლებმა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრნენ.
დღესვე, საკრებულოს თავმჯდომარემ, თბილისის მერთან და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან, კახა კალაძესთან ერთად, 13 ივნისის სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერა, რომელიც ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მოეწყო. ფოტოგამოფენას, სადაც 21 ფოტოგრაფის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, თბილისის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები