ევროკავშირმა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გააგრძელა

ევროპულმა საბჭომ სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გააგრძელა. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია აღნიშნული.
„ევროკავშირი სირიის ხელისუფლების და მისი მომხრეების წინააღმდეგ სანქციებს მანამდე შეინარჩუნებს, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობის რეპრესიები გაგრძელდება“ – წერია დოკუმენტში.
ამჟამად „შავ სიაში“ 240 ფიზიკური და 67 იურიდიული პირია, რომელთა წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს. მათ ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა ეკრძალებათ, ხოლო საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია.
სირიის წინააღმდეგ სანქციები ნავთობის ექსპორტზე ემბარგოს, ინვესტიციების შეზღუდვას, ევროკავშირის ტერიტორიაზე სირიის ცენტრალური ბანკის ანგარიშების დაყადაღებას, ასევე ზოგიერთი ტექნოლოგიის ექსპორტზე შეზღუდვებს ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები