დავით სერგეენკო: მე არ ვფიქრობ და არ მჯერა, რომ მათ რაიმე „ჩაუდეს“

„მე არ ვფიქრობ, რომ პროკურატურაზე ზეგავლენა შეიძლება მოეხდინა რაიმე განცხადებას“, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ”ბირჟა მაფიის” წევრებთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ამასთან, როგორც მინისტრი აცხადებს, ის გამოძიებისა და სასამართლოს მუშაობაში არ ერევა.
”მე არ ვფიქრობ და არ მჯერა, რომ მათ რაიმე „ჩაუდეს“. მე არ ვფიქრობ, რომ პროკურატურაზე ზეგავლენა შეიძლება მოეხდინა რაიმე განცხადებას. პროკურატურას თავისი ცალსახად განსაზღვრული მოქმედების პროტოკოლი აქვს. ვფიქრობ, გამოძიებამ და სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩემი პირადი აზრია, რომ მე, ალბათ, ნაკლებად უნდა ჩავერიო მათი მუშაობის პროტოკოლში”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები