მოასწრო თუ არა დავით ნარმანიამ ერთი მილიონი ხის დარგვა – რას აცხადებს დედაქალაქის მერი

“ამ ეტაპისთვის, ჩვენ ქალაქის ტერიტორიასა და მის შემოგარენში დარგული გვაქვს 700 ათასამდე ხე”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ პორტალ „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.​როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები იგეგმება. როგორც დედაქალაქის მერი აცხადებს, ამის შემდეგ, დედაქალაქსა და მის შემოგარენში დარგული ხეების ოდენობა ერთ მილიონს მიაღწევს.
„ამ ეტაპისთვის, ჩვენ ქალაქის ტერიტორიასა და მის შემოგარენში დარგული გვაქვს 700 ათასამდე ხე. მათ შორის, არის ხეები, რომლებიც კომპაქტურად არის დარგული სხვადასხვა სკვერებში, პარკებში, ვთქვათ, თამარაშვილი-გმირთა მოედნის დამაკავშირებელ გზაზე, ასევე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. მახათას მთაზე 12 ათს ძირზე მეტი ზეთის ხილი დავრგეთ, მსხმოიარე ზეთის ხილია, რომელიც მომდევნო წლიდან ნაყოფს მოგცემს. ძალიან მასშტაბური გამწვანების სამუშაოები განვახორციელეთ ასევე დენდროლგიური პარკის ტერიტორიაზე, გავაკეთეთ რამდენიმე მივიწყებული სკვერი და პარკი, სადაც დამატებით შევიტანეთ ხე-მცენარეები. წელს, შემოდგომაზე, ასევე მასშტაბური გამწვანების ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი, რათა მაქსიმალურად მივუახლოვდეთ ჩემი საარჩევნო ვადის ამოწურვამდე ერთ მილიონ ხეს, რომელსაც მე დავპირდი ჩემს თანამოქალაქეებს“, -განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით 4 თვე დარჩა, დავით ნარმანია, დიდი ალბათობით, თბილისის მერობის კანდიდატი აღარ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები