ერაყში 800 ადამიანი საკვებით მოიწამლა – ერთი ბავშვი დაიღუპა

ერაყის ქალაქ მოსულთან ახლოს მდებარე დევნილთა ბანაკში 800 ადამიანს კვებითი ინტოქსიკაცია დაუდგინდა, ერთი ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეკომპანია “Rudaw” იუწყება.
მოწამლულთა შორის ბევრის მდგომარეობა მძიმეა და მათ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, ადგილზე სასწრაფო დახმარების 40 მანქანა იყო მობილიზებული.
ამჟამად, მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს. დევნილთა ბანაკში, საერთო ჯამში, 9 ათასი ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები