ირაკლი კობახიძე ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა.შეხვედრაზე ლიტვის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს.მხარეების შეფასებით, საქართველოსა და ლიტვას შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით აქტიურად ვითარდება.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის პარლამენტისა და მთავრობის მოვალეობაა, ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზეიზრუნოს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც დემოკრატიული რეფორმებიმიმდინარეობს და რომელიც ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციისკენ ისწრაფვის, ლიტვის მხარდაჭერას და მისიგამოცდილების გაზიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლინას ლინკევიჩუსს მადლობა გადაუხადა ლიტვის სეიმის საგარეო საქმეთა და ევროპულსაქმეთა კომიტეტების მიერ 2017-2020 წლებში ლიტვის მიერ საქართველოს მხარდაჭერის გეგმის შემუშავებისთვის. ირაკლი კობახიძემხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს უპრეცენდენტო დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო, რეფორმების განხორციელებისა დაევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მარტო არ არის.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპულოჯახში დაბრუნება ქათველი ერის ნებაა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო მტკიცე ნაბიჯებით, თანმიმდევრულად მიიწევს წინ.
ირაკლი კობახიძემ ლინას ლინკევიჩუსს საკონსტიტუციო, სოციალურ-ეკონომიკური, ადგილობრივი თვითმმართველობისა დამართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურებაზე და ინტენსიურ გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები