სპეციალისტები მდინარე ვერეს ხეობას სიცოცხლისთვის საფრთხის შემცვლელ არეალად მიიჩნევენ

„მდინარე ვერეს ხეობაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე, სიცოცხლისათვის საფრთხის შემცვლელი არეალი დადგინდა“, – ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, თამარ ბაგრატიამ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.
თამარ ბაგრატიამ ჟურნალისტებს 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში განვითარებული სტიქიური პროცესების შესახებ ანგარიში წარუდგინა. შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა სპეციალისტების მიერ ორი წლის განმავლობაში შემუშავებული კვლევების შედეგები და რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა. სპეციალისტების მიერ მდინარე ვერეს ხეობაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე, სიცოცხლისათვის საფრთხის შემცვლელი არეალი დადგინდა, ანგარიში შემდგომი რეაგირებისათვის და სათანადო დამცავი ღონისძიებების გატარების მიზნით, შესაბამის უწყებებს წარედგინა. სააგენტოს სპეციალისტების მერ, ასევე, მდინარე ვერეს აუზში მდინარის დონის მზომი და ნალექმზომი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლის მონაცემები სააგენტოს ონლაინ რეჟიმში მიეწოდება. სადგურები საშუალებას იძლევა, უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, ბუნებრივი მოვლენების პროგნოზირებისა, რათა შესაბამისი უწყებების ინფორმირება მოახდინოს.
​გარემოს ეროვნული სააგენტო, სტიქიური პროცესების მონიტორინგისა და პროგნოზირების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები