პანამამ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

პანამის ხელისუფლებამ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, ვინაიდან ჩინეთთან ურთიერთობების გართულება არ სურს. ლათინოამერიკული ქვეყნის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „არსებობს მხოლოდ ერთი ჩინეთი და ტაივანი მისი ნაწილია“.
ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების წინაპირობა მის შემადგენელ ნაწილად ტაივანის აღიარებაა. ტაივანის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ჩინეთის ნამდვილი მთავრობა იქ იმყოფება, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორია 1950 წელს დასრულებული სამოქალაქო ომის შემდეგ, კომუნისტების მიერ არის ოკუპირებული.
პანამის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მსოფლიოში 20 ქვეყანა რჩება, რომელსაც ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული. ბოლო წლებში, ჩინეთმა პანამის ეკონომიკაში დიდი ოდენობის ინვესტიციები განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები