ალექსანდრე ჯეჯელავა რეპერების საქმეზე – “მთავრობის და პრემიერის გადადგმული ნაბიჯები წინ უსწრებდა ბერას კომენტარს”

“მთავრობის და პრემიერის გადადგმული ნაბიჯები წინ უსწრებდა ბერას კომენტარს”, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რეპერების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს.
მისივე თქმით, პროკურატურა გაერკვა საქმის ვითარებაში და როგორც ჩანს, აღმოაჩინეს ახალი გარემოებები.
ამასთანავე, ალექსანდრე ჯეჯელავა ოპონენტების განცხადებებსაც გამოეხმაურა, იმის თაობაზე, რომ თითქოს ბერა ივანიშვილის სტატუსის შემდეგ ”გადაწყდა რეპერების ბედი” .
”ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ყველა ჩვენგანი მაშინ გამოეხმაურა ამ მოვლენებს, როცა ფაქტი მოხდა. რაც ვიცით, არის ის, რომ მთავრობისა და პრემიერის გადადგმული ნაბიჯები წინ უსწრებდა ბერას კომენტარს”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
რაც შეეხება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, პრემიერის ინიციატივამ შეუწყო ხელი, რომ კანონპროექტი დღის წესრიგში დამდგარიყო უფრო მალე, ვიდრე დაგეგმილი იყო.
”რაც შეეხება ჩემს შეფასებას, ნებისმიერი კანონის დარღვევა ნებისმიერი პირის მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი და ყველა უნდა დაისაჯოს, ოღონდ სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი. რაც შეეხება მართლმსაჯულების მუშაკების მიმართ დამოკიდებულებას, მათი პატივისცემა არის ნამდვილად ნებისმიერი სახელმწიფოს დასაყრდენი”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები