თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.  კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოებია.
ვაკის რაიონში დღეს, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძის და თაყაიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ჭიაურელის, ჩაჩავას, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის და ცემის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩერნიშევსკის, წინამძღვრიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და ჩიქობავას ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-2 მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთო ღოღობერიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელიას მთის, იორის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია „თელასი“მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები