იოჰანეს ჰანი: ვფიქრობ, საქართველოს გადავეცით საკმაოდ ბევრი და ახლა იმპლემენტაციის დროა
„ევროპის სტანდარტების უზრუნველსაყოფად, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. ვფიქრობ, საქართველოს გადავეცით საკმაოდ ბევრი და ახლა იმპლემენტაციის დროა, რომ მოვახდინოთ ყველა არსებული შესაძლებლობის მატერიალიზება “, – ამის შესახებ ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც იოჰანეს ჰანმა განმარტა, იგი გულისხმობს ასოცირების ხელშეკრულებას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას.
“გვაქვს ზრდა ვაჭრობისა და ფინანსური ინვესტიციების კუთხით, მაგრამ მთელი პოტენციალი გამოყენებული ჯერ არაა. ახლა დროა, რომ ყველამ ყურადღების კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ და დემონსტრირება იმისა, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი, ვიდრე ვიფიქროთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდგომა უნდა გვქონდეს”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.