მინდია ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, სერ გარი ჯონსონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე და საქართველოში უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესზე ისაუბრეს.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ასევე, საუბარი შეეხო ნატო- საქართველოს ფორმატში, კრიზისების მართვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.
შეხვედრის დროს, მინდია ჯანელიძემ სერ გარი ჯონსონს კრიზისების მართვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. თავის მხრივ, სერ გარი ჯონსონმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში ქართულ -ბრიტანული თანამშრომლობის გაღრმავების და ერთობლივი პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა.