ზუგდიდში “ტერაბანკის” ფილიალი გაიხსნა
ზუგდიდის ცენტრში, კიკალიშვილის #1-ში “ტერაბანკის” ფილიალი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას ბანკის მენეჯმენტი, ადგილობრივი მთავრობა და “ტერაბანკის” ბიზნესკლიენტები დაესწრნენ. ღონისძიებაზე მათი ნაწარმოები პროდუქციაც იყო წარმოდგენილი, რომლის დეგუსტაციის საშუალებაც “ტერაბანკში” მისულ სტუმრებს მიეცათ.
ჩემი ფინანსური სახლი – ამ საკომუნიკაციო მესიჯით პოზიციონირდება ბაზარზე “ტერაბანკი”, რადგან ფილიალების ინტერიერი და ბანკში შექმნილი გარემო ძალიან ჰგავს სახლს. ზუგდიდის ფინანსური სახლის ახალი ფილიალიც სტანდარტული საბანკო ოფისისგან ძალიან განსხვავდება – თბილი ფერები და სახლის დეკორი კომფორტულ, მყუდრო გარემოს ქმნის და სწორედ ასეთ პირობებში სთავაზობენ ბანკის თანამშრომლები მომხმარებლებს ხარისხიანი და სწრაფი საბანკო ოპერაციების შესრულებას.
“ტერაბანკი” უკვე 18 წელია ბაზარზეა. 1 წლის წინ მან რებრენდინგი დაასრულა და მას შემდეგ პოზიციონირდება – “ტერაბანკის” სახელით. “ტერაბანკი” მომხმარებელს უწევს როგორც მაღალი ხარისხის საცალო მომსახურებას, ასევე აქტიურად არის ჩართული ბიზნესის დაკრედიტებაში.
(R)