ირაკლი სესიაშვილი: მივესალმები, რომ ევროპარლამენტი მუხთარლის საკითხზე იმსჯელებს

პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, იგი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტი მუხთარლის საკითხზე იმსჯელებს. სესიაშვილი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე ხელისუფლებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ, ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება და ყველა მხარეს შეეძლოს, წარმოაჩინოს თავისი მტკიცებულებები. ჩვენს სახელმწიფოს, დარწმუნებული ვარ, მონაწილეობა არ მიუღია და თუ უმაღლეს დონეზე ეს დამტკიცდება, ყველა ეჭვიც გაქარწყლდება”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები