ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ირაკლი გივიაშვილი დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ირაკლი გივიაშვილი დაინიშნა.
გიორგი მარგველაშვილმა მისიის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ევროპის საბჭოში საქართველოს დღის წესრიგი განიხილეს. საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და იმ ამოცანებს, რომელიც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროსაბჭოში უნდა განახორციელოს. საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი გივიაშვილს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ირაკლი გივიაშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2017 წლის 8 ივლისიდან შეუდგება.