“არ დაივიწყო 13 ივნისი” – 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აქცია გაიმართება 

“არ დაივიწყო 13 ივნისი” – ამ დევიზით დღეს, 21:00 საათზე, მზიურის ამფითეატრში, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მოქალაქეები შეიკრიბებიან.
აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელ  ფეისბუქში მიმართვას ავრცელებენ და ყველას მზიურში მისვლისკენ მოუწოდებენ.
“2015 წლის 13 ივნისს მოხდა დიდი ტრაგედია ჩვენს ქალაქში. სტიქიამ 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს იყო დღე, როდესაც 2 ემოცია დაგვეუფლა. პირველი იყო შიში, სტიქიის შიში, რომელიც მარტოს გვტოვებს ბუნებასთან და მეორე – სოლიდარობა, რომელმაც გაგვაერთიანა.
2015 წლის ივნისის მოვლენებიდან ორი წლისთავზე, მეგობრების ჯგუფმა გადავწყვიტეთ, დავამკვიდროთ ტრადიცია და პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ხსოვნას. გვსურს, რომ ერთად დავდგეთ კვლავ და ვაქციოთ 13 ივნისი სოლიდარობის დღედ! დღეს, 12 ივნისს, საღამოს 21:00 საათზე ყველას გელოდებით მზიურის ამფითეატრში.
P.S. ვისაც შეგიძლიათ, წამოიღეთ დეკორატიული სანთლები”, — აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები