რიმა ბერაძე ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის, რიმა ბერაძის ინიციატივით, მოქალაქეებთან შეხვედრა განსხვავებულ ფორმატში გაიმართა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დეპუტატი ჯავახიშვილის N75-ში მცხოვრებ ელზა ფხაკაძის ოჯახს ესტუმრა, სადაც ამავე ქუჩის მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და მათ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებს, რაიონში არსებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების განახლებასა და ახლის მშენებლობას, მოსახლეობის ზოგადი სოციალური ფონის გაუმჯობესებასა და მოქალაქეთა ადგილობრივ თვითმმართველობაში მეტ ჩართულობას შეეხო.
როგორც საკრებულოს წევრმა, რიმა ბერაძემ და ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აღნიშნეს, ანალოგიური შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები