სოფელ საჩინოში გზის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დაიწყება და 2018 წლის განმავლობაში დასრულდება

​წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია. რამდენიმე წუთის წინ გამართული აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პროექტების მართვის კოორდინირების სამსახურის უფროსს, ნუგზარ გაბელიას შეხვდნენ და მოთხოვნები გააცნეს. გაბელიამ და გუბერნატორის მოადგილემ აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრის შემდეგ, გაირკვა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში გზის რეაბილიტაციაზე მუშაობა მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება და 2018 წლის განმავლობაში დასრულდება.
​შეგახსენებთ, რომ სოფელ საჩინოს მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტეს და სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები