ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სოსო ოსორაულის დატყვევების გამო, შეშფოთებას გამოხატავს

​ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, პოლკოვნიკ იოსებ ოსორაულის კონგოს რესპუბლიკაში დატყვევების გამო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნისთვის და უწყებისთვის თითოეული ვეტერანი, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ძვირფასია. ამავე განცხადების თანახმად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, იოსებ ოსორაულის ტყვეობიდან დასახსნელად ყველა სამთავრობო სტრუქტურასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
„ქვეყნისთვის და უწყებისთვის ძვირფასია თითოეული ვეტერანი, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, უწყების კომპეტენციის ფარგლებში, მზადაა, იოსებ ოსორაულის ტყვეობიდან დასახსნელად ითანამშრომლოს ყველა სამთავრობო სტრუქტურასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ასევე, გაუწიოს საჭირო დახმარება დატყვევებული მფრინავის ოჯახს.
​ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, ვეტერანი იოსებ ოსორაული უვნებლად დაუბრუნდება სამშობლოს და ოჯახს“,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები