წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია

წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი სოფელ საჩინოს მოსახლეობამ გადაკეტა. ისინი სოფლის 7 კილომეტრიანი გზის შეკეთებას ითხოვენ. მოსახლეობა გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ აქციას არ შეწყვეტენ.
აქციაზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ​სამართალდამცველებმა გადაკეტილი გზის გახსნა სცადეს, რისი საშუალებაც აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. დაპირისპირებისას ერთი პირიც დააკავეს, რომლის პოლიციაში გადაყვანის საშუალება სამართალდამცველებს აქციის მონაწილეებმა არ მისცეს.
აღსანიშნავია, რომ სოფელ საჩინოს მოსახლეობამ გზის შეკეთების მოთხოვნით აქცია რამდენიმე დღის წინ წალენჯიხის ცენტრშიც გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები