ლინას ლინკევიჩუსი: ხურჩაში ვნახე მეზობელი ქვეყნის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევები, მიუღებელი საქციელი და ანექსია

“ხურჩაში მეზობელი ქვეყნის მხრიდან ვნახე დარღვევები საერთაშორისო სამართლისა, მიუღებელი საქციელი და ანექსია”,-ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება მნიშვნელოვანია.
“ვიყავი ზუგდიდში, ასევე, ხურჩაში, ენგურის ხიდზე და ვნახე დარღვევები საერთაშორისო სამართლისა, მიუღებელი საქციელი, ანექსია მეზობელი ქვეყნის მხრიდან. მე ვთქვი და გავიმეორებ: ძალიან მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ არაღიარების პოლიტიკა, ის კურსი, რომელიც არის პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური, რადგან რთული სიტუაციაა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები ამ სირთულეების მიუხედავად, სწორედ ამიტომ ვართ აქ. თქვენ ხართ მოწინავე ქვეყანა და მოდით, შევინარჩუნოთ ეს მოტივირებულობა”, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები