„რესპუბლიკური პარტია“ ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარების ფაქტზე დაკავებული პირების ამნისტიას ითხოვს

„რესპუბლიკური პარტია“ ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარების ფაქტზე დაკავებული პირების ამნისტიას ითხოვს. პარტიას ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უკვე მზად აქვს. ისინი ითხოვენ, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარების ფაქტზე დაკავებულების სრული ამნისტია გამოცხადდეს, ხოლო პირებს, ვინც გასაღებისთვის არიან გასამართლებული, ერთი მესამედით შეუმცირდეთ სასჯელი. „რესპუბლიკურ პარტიაში“ მიიჩნევენ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან ჰუმანური აქტი იქნება.
საკანონმდებლო წინადადებით პარტია პარლამენტს დღეს მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები