“ეროვნულმა ფორუმმა“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შესაძლოა, ბლოკის სახით მიიღოს

პარტია „ეროვნული ფორუმი“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება. როგორც „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა, სოსო ვახტანგაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, პარტია ამ დროისთვის პოლიტიკური კონსულტაციების რეჟიმშია და გამორიცხული არაა, არჩევნებზე ბლოკის სახით წარდგეს.
„ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლის თქმით, მათი პარტია კანდიდატს დედაქალაქის მერის პოსტზეც დაასახელებს.
“ეროვნული ფორუმი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. ჩვენ გვეყოლება კანდიდატი თბილისის მერის პოსტზეც და საკრებულოს ვაკანსიების დასაკავებლადაც. წარმოდგენილი იქნებიან როგორც ცნობილი, ისე ახალი, საინტერესო სახეები. ამის შესახებ საზოგადოებას ვრცელ და დეტალურ ინფორმაციას დაახლოებით ერთ კვირაში მივაწვდით. გვაქვს ძალიან საინტერესო პოლიტიკური კონსულტაციები და რა ფორმით ვიქნებით წარმოდგენილი არჩევნებზე, ამის შესახებ დეტალურად ერთ კვირაში ვისაუბრებთ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარტო არ ვიქნებით“, – აღნიშნა სოსო ვახტანგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები