როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კვირის ბოლომდე, არამდგრადი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალ დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, თუმცა მომდევნო დღეებში კვლავ არამდგრად ამინდს ელიან.
​რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დოდო გვაზავას თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში ასევე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია, ძლიერი წვიმა და სეტყვა, ელჭექის დროს, ქარის შკვალური გაძლიერებაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 24-32 გრადუსამდე გათბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები