მაია ბითაძე მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი სამთო-მოპოვებითი საქმიანობის საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებით, სამინისტროს მიერ ინიცირებული მასშტაბური რეფორმისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობათა განხილვაა.
შეხვედრაზე მაია ბითაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს, წიაღის რეფორმასთან დაკავშირებით, სამინისტროს ხედვა გააცნო, რომლის მიხედვითაც საჭიროა, შეიქმნას სრულიად ახალი სამთო-მოპოვებითი საკანონმდებლო სისტემა, რომელიც ასახავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ამავდროულად, უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ და მდგრად სარგებლობას, საერთაშორისო გარემოსდაცვითი პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა სამინისტროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრის დასასრულს, მაია ბითაძემ, სამთო-მოპოვებითი სექტორით დაინტერესებისა და მის რეფორმირებაში დახმარების სურვილის დაფიქსირებისთვის, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და ამ მიმართულებით,  უფრო საფუძვლიანი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები