მერია: თბილისში გარე განათება სპეციალურად შედგენილი პროგრამის მიხედვით ირთვება

“თბილისში გარე განათება სპეციალურად შედგენილი პროგრამის მიხედვით ირთვება. „შპს “თბილსერვის ჯგუფის” მიერ, მთელი ქალაქის მასშტაბით, გარე განათების ჩართვა ყოველდღიურად მართვისა და კონტროლის მოწყობილობის მეშვეობით ხორციელდება“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მათივე ინფორმაციით, არსებობს სპეციალურად შედგენილი პროგრამა, რომელიც წელიწადის სხვადასხვა სეზონზე გარე განათების ჩართვის განსხვავებულ დროს გულისხმობს.
„შესაბამისად, ზაფხულის დადგომასთან ერთად, შეიცვალა აღნიშნული დრო და გარე განათება ყოველდღიურად, 20:45 საათზე პროგრამულად ირთვება“, – ნათქვამია განცხადებაში.
10 ივნისს, როდესაც რუსთაველზე ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, გარე განათება ჩართული არ იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები