წყნეთი-ახალდაბის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა

წყნეთი-ახალდაბის გზაზე (ე.წ. ჯოხუნიხევის ტერიტორიაზე) გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობამ და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს. შედეგად, წყნეთი-ახალდაბის დამაკავშირებელ გზაზე სამანქანო მიმოსვლა დილიდან აღდგა. გზის გაწმენდა ამ მონაკვეთზე დღის განმავლობაშიც გაგრძელდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და გამგეობის სხვა წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები