საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავებული ორი პირი სასამართლომ გაათავისუფლა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქციის დროს დაკავებული ორი პირი სასამართლომ გაათავისუფლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთი მათგანი 100 ლარით დაჯარიმდა, მეორეს კი სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა. კონგოში გატაცებული ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის მხარდასაჭერ აქციაზე ორი პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ“ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი ბარამიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ ბარამიძეს „კოდორის გამყიდველი“ უწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები