რიმა ბერაძე N104 საჯარო სკოლის 80 წლის იუბილეს დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე N104 საჯარო სკოლის 80 წლის იუბილეს დაესწრო.
სომხურენოვანი სკოლა, რომელმაც პირველი კურსდამთავრებულები 1938-1939 სასწავლო წელს გამოუშვა, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სომხური ტაძრის ადგილზე მდებარეობს.
როგორც “კვირას” თბილისის საკრბულოდან აცნობეს, რიმა ბერაძემ სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს სკოლის 80 წლის იუბილე მიულოცა და ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
„ჩვენს ქვეყანას ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. უკვე საუკუნეებია, რაც საქართველოში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები მშვიდობიანად თანაარსებობენ და ისინი ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად და ჩვენს მეგობრებად მიგვაჩნია. სწორედ თქვენი სკოლაა ქართულ-სომხური მეგობრობისა და საუკუნოვანი ურთიერთობის კიდევ ერთი სიმბოლო.
ვფიქრობთ, თქვენი ჩართულობა თბილისის ყოველდღიურ ცხოვრებაში და დედაქალაქის მმართველობაში ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით საკრებულოში „ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭო” შეიქმნა, რომელიც ამ ეტაპზე 15 დიდი დიასპორის თავმჯდომარეს აერთიანებს.
მთელ პედაგოგიურ კოლექტივს კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ თარიღს და გისურვებთ, მუდამ გეამაყოთ თქვენი წარჩინებული მოსწავლეებით”- განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები