კახეთის რეგიონში დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები მაქსიმალურად იქნა განეიტრალებული

10-11 ივნისის ღამეს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად კახეთის რეგიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები მაქსიმალურად იქნა განეიტრალებული.
როგორც “კვირას” “დელტადან” აცნობეს, სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 10-11 ივნისს კახეთის რეგიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება. 4128 კმ2 საერთო ფართობის ღრუბლის მასების გასანეიტრალებლად 500 ერთეულამდე რაკეტა იქნა გასროლილი.
აღსანიშნავია რომ ამ რაოდენობის რაკეტები ერთ ჯერზე სისტემის არსებობის განმავლობაში პირველად იქნა გახარჯული.
ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო დამუშავება მუდმივი შეზღუდვების პირობებში ხორციელდებოდა.
რეგიონში ფრონტალური ტიპის ღრუბლის მასების შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან 10 ივნისის დღის პირველი ნახევრიდან დაიწყო, ღრუბლებმა პირველ ეტაპზე საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის და ყვარლის რაიონები მოიცვა. ღამის საათებში კი ატმოსფერული პროცესები კახეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა, რასაც დაემატა ადგილობრივი შიდამასიური ღრუბლების წარმოქმნაც.
რეგიონში შემოსულმა ღრუბელმა თან შემოიტანა ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები, რომელთა მოსალოდნელი ზომა მიწაზე ჩამოცლისას 30 დან 48 მმ-მდე მერყეობდა, სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80-100 % შეადგინა.
10 ივნისის 15:26 საათიდან 11 ივნისის 04:35 საათამდე სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ 500-მდე რაკეტა გაისროლა, დამუშავების პროცეში ჩართული იყო თითქმის ყველა სარაკეტო დანადგარი.
აქტიური ზემოქმედების შედეგად კახეთის რეგიონის თავზე განვითარებული უმძლავრესი ატმოსფერული პროცესების მაქსიმალურად განეიტრალება მოხერხდა, ნალექის დიდი ნაწილი რვავე რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა.
კახეთის რეგიონში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემით დაცული 600 ათასი ჰექტრიდან სეტყვის მოსვლა დიდ ფართობებზე გაშლილ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში მაქსიმალურად იქნა თავიდან არიდებული და ძირითადად საგარეჯო-გურჯანიის რაიონებში სროლისთვის აკრძალული ზონების თავზე, დასახლებულ პუნქტებში ჩამოიცალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები