დავით ნარმანია: თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნამდე აბსოლუტურად სიმშვიდეა

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია თბილისის სხვადასხვა უბნებში სტიქიის შედეგებს ადგილზე ეცნობა. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თამარაშვილიდან გმირთა მოედნამდე აბსოლუტურად სიმშვიდეა. მისივე თქმით, წყლის დონე მნიშვნელოვნად მომატებული არ არის.
”ძირითადი დაზიანებული ადგილი ჩვენ გვქონდა ახალდაბის გზაზე, სადაც მცირე მეწყერი ჩამოვიდა, თუმცა ტექნიკამ იმუშავა და გაიწმინდა გზის ეს მონაკვეთი. დროებით ჩაკეტილია გმირთა მოედანი თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა, რაც საპატრულო პოლიციამ პრევენციის მიზნით გააკეთა. მე პირადად ახლა გამოვიარე ეს გზა, თამარაშვილიდან გმირთა მოედნამდე და აბსოლუტურად სიმშვიდეა. წყლის დონე არ არის მნიშვნელოვნად მომატებული. ამ ეტაპზე ვმუშაობთ იქ სადაც გაწმენდითი სამუშაოებია საჭირო. რაიმე ისეთი ინციდენტი არ გვაქვს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები