გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი: პანიკის საფუძველი არ არის

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია აცხადებს, რომ უამინდობასთან დაკავშირებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, პანიკის საფუძველი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მოვიდა უხვი ნალექი, მათ შორის ნალექების საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო ვერეს ხეობაში, სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლს ექვემდებარება.
რამდენიმე წუთის წინ, მდინარე ვერეზე წყლის დონე სვანიძის ქუჩაზე იყო 1 მეტრი და 20 სანტიმეტრი. რომ გვქონდეს პანიკის საფუძველი, საჭიროა 60-70 სანტიმეტრით გაიზარდოს მდინარე ვერეს დონე. უხვ ნალექებს აღარ ველოდებით და შმინიმალურამდეა პანიკის საფუძველი“, – განაცხადა ბაგრატიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები