წყნეთი-ახალდაბის გზაზე ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია

წყნეთი-ახალდაბის გზაზე ავტომობილების მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია. გზებზე ნაშალი მასა ჩამოწვა, რაც გაწმენდით სამუშაოებს საჭიროებს. წვიმის წყალი რამდენიმე სანტიმეტრს აღწევს. ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები და მუშაობენ სპეციალური სამსახურები. ადგილობრივებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სახლებიდან გამოსვლისგან.
გეოლოგ გიორგი გაფრინდაშვილის თქმით, ამ დროისთვის, ტექნიკის გამოყენების საჭიროება არ არის.

წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები