რუსთაველზე აქცია „ბირჟა მაფიას“ სიმღერით დასრულდა

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ “ბირჟა მაფიას” დაკავებული წევრების მხარდამჭერი აქცია ჯგუფის სიმრერით დასრულდა. აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ასევე მათი მოთხოვნაა, დროულად მოხდეს პრემიერის განცხადებაზე მუშაობის დაწყება და შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების საქმეზე განცხადება გაავრცელა. გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს მიმართავს, ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის საკითხზე მუშაობა დაჩქარდეს, რათა საშემოდგომო სესიისთვის მაინც მოესწროს სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები