რა ვითარებაა ქვეყნის მასშტაბით – მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

ძლიერმა წვიმამ და ქარმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პრობლემები შექმნა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, ბოლო ინფორმაციით, 112-ში 300-ზე მეტი ზარი შევიდა.  მათი ინფორმაციით, არ არის მსხვერპლი და არ არიან დაშავებული. საგანგებო სიტუაციათა სამსახურში აცხადებენ, რომ სიტუაცია სტაბილურია.
„მოვლენების ეპიცენტრმა სამცხე-ჯავახეთისკენ გადაინაცვლა. დატბორილია სახლები, მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები, ყველა შემოსულ ზარზე ვახდენთ რეაგირებას. მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ადიგენში ქალბატონი სახლში იყო ჩარჩენილი, მაშველებმა მისი გამოყვანა დროულად შეძლეს.
ასევე, რამდენიმე ადგილზე იყო მიწის მასის ჩამოშლა – წყნეთის გზაზე, ბორჯომთან ახლოს და სამცხე-ჯავახეთში, ვარხანის მიმდინარე ტერიტორიაზე. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება გზები, ცალმხრივად არის აღდგენილი მოძრაობა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები