წყნეთი-ახალდაბის გზაზე მოძრაობა აღდგენილია

წყნეთი-ახალდაბის გზაზე მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც, დაახლოებით 15-20 მეტრის სიგრძის მონაკვეთი დროებით გადაიკეტა. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. რაც შეეხება 112-ში დაფიქსირებულ შეტყობინებებს, როგორც გელაშვილმა აღნიშნა, ქალაქის მასშტაბით, დაფიქსირდა 50-მდე გამოძახება, რომლებიც ძირითადად, ეხებოდა სადარბაზოების, სარდაფებისა და საცხოვრებლების პირველი სართულების დატბორვას.
​თბილისის ზოგიერთ უბანში დღეს ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები