პატრიარქის დაცვის წევრები გაათავისუფლეს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის წევრები სამსახურიდან გაათავისუფლეს და ახალი კადრებით ჩაანაცვლეს.
ილია მეორის პრესმდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას პატრიარქის დაცვის წევრების გათავისუფლებას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გათავისუფლებულია მხოლოდ მათი ნაწილი.
პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილი წევრი, სოსო ელიზბარაშვილი დაცვის წევრების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. მისი განცხადებით, ის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობს, თუმცა სხვა განყოფილებაშია გადაყვანილი და პატრიარქის დაცვის წევრი აღარ არის.
შეგახსნებთ, რომ გასულ კვირას პატრიარქის დაცვის უფროსად ვანო კობაიძე დაინიშნა, რომელმაც პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზურაბ ბუჩუკური შეცვალა. ბოლო თვეების განმავლობაში ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უკვე მეორე ხელმძღვანელია, რომელიც პოსტს აღარ იკავებს. პირველი სოსო ოხანაშვილი იყო, ილია მეორის ოჯახის წევრი, რომელმაც ე.წ. ციანიდის საქმეზე ატეხილი ხმაურის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები