საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სეტყვამ და ქარმა ნარგავები გაანადგურა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ქალაქ საგარეჯოს ნაწილსა და სოფელ გიორგიწმინდაში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ პრობლემები შექმნა. განადგურებულია სახნავ-სათესები და ვენახები.
როგორც „კვირას“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა განუცხადა, სტიქიის შედეგად არ დაზიანებულა ინფრასტრუქტურა და არც მოძრაობა შეფერხებულა. გამგებლის განცხადებით, გამგეობის თანამშრომლები სტიქიის შედეგებს ადგილზე ეცნობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები