ზაზა გაბუნია პროექტის – „პარლამენტარი კარდაკარ” ფარგლებში, მოქალაქეებს შეხვდა

​საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია, პროექტის – „პარლამენტარი კარდაკარ” ფარგლებში, ნუშის, ფრანგიშვილის და მონადირის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
„საარჩევნო კამპანიისას, მე დავპირდი ამომრჩეველს, რომ არჩევის შემდეგ, ისეთივე ინტენსივობით გავაგრძელებდი მოსახლეობასთან კომუნიკაციას, როგორც კამპანიის დროს. აღნიშნული პროექტიც სწორედ არჩეულსა და ამომრჩეველს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას ემსახურება. მოსახლეობის და ხალხის ინტერესების სახელმწიფო უწყებების მუშაობაში ასახვა არის ჩემი ამოცანა იმისთვის, რომ მოქალაქის ლეგიტიმური ინტერესი დაკმაყოფილდეს უწყებების მიერ”,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
​საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოსახლეობას შესთავაზებენ სხვადასხვა ფორმატის საკომუნიკაციო ინსტრუმენტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები