ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩვენ გვაქვს თავისუფალი სასამართლო სისტემა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო განვითარდება

ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა სასამართლო სისტემაზე ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. მისი შეფასებით, საქართველოს სასამართლო სისტემა თავისუფალია და მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.
”საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ სასამართლო რეფორმის ის ეტაპი, რომელიც გავიარეთ და ახლა არის შემოთავზებული, სრულიად შეესაბამება დასავლურ პრაქტიკას. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სასამართლო სისტემის 10 წლის წინანდელთან შედარება შეუძლებელია, რომელიც გადაქცეული იყო ხელისუფლების ნების დამადასტურებლად. დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი სასამართლო სისტემა და ის მომავალში კიდევ უფრო განვითარდება”, – განაცხადა ჯეჯელავამ.
„ევროპულმა საქართველომ“, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „რესპუბლიკურმა პარტიამ” სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე განცხადება გაავრცელეს. პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ “ქართულმა ოცნებამ” საკუთარ თავზე მოირგო ყველა ის მანკიერება, რაც სასამართლო სისტემაში არსებობდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები და სასამართლო ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს ყველა ის პირი, რომელსაც არ გააჩნია საზაგადოების ნდობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები