ბათუმში “ომეგა მოტორსის” BMW-სა და MINI-ს სადილერო ცენტრი გაიხსნა

უპრეცედენტო პროექტის ცერემონიაზე ორი ავტომობილის – BMW 5 სერიისა და MINI COUNTRYMAN-ის პრეზენტაცია მოეწყო. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, საქართველოში BMW-ს ტოპმენეჯმენტის წარმომადგენლები – აფრიკის, კარიბიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ოფისის მმართველი დირექტორი, დოქტორი თომას რინი, აფრიკის, კარიბიისა და აღმოსავლეთ ევროპის იმპორტიორთა რეგიონის გაყიდვების დირექტორი კონრად ბაუმგარტნერი, MINI-ს დირექტორი ფრედერიკ დორაისი და რეგიონის მენეჯერი ვიქტორ აიზენბრაუნი ჩამოვიდნენ. ამასთან, პრეზენტაციას, რომელიც შოუს ელემენტებით იყო გაფორმებული, არაერთი მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. მათი შეფასებით, „ომეგა მოტორსის“ ახალი ფილიალი წარმატებული იქნება, მომხმარებელი კმაყოფილი დარჩება და ბათუმსაც დამატებით სტატუსს შესძენს.
„ომეგა მოტორსის“ აჭარის ფილიალში პირველი ავტომობილი – BMW X 1 აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა შეიძინა და 11-12 მარტის არეულობის დროს მიყენებული ზარალის კომპენსაციის მიზნით, რა დროსაც სახელმწიფოს კუთვნილი მანქანები დაიწვა, საჩუქრად აჭარის უმაღლეს საბჭოს გადასცა. ამასთან, „ომეგა ჯგუფმა“, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, one cabrio აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს აჩუქა. აღსანშნავია, რომ „ომეგა მოტორსის“ აჭარის ფილიალში გაყიდული თითოეული ავტომანქანიდან გარკვეული თანხა ბათუმის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს გადაეცემა.
„გერმანული და ინგლისური უდიდესი წარმატებული ბრენდები – – BMW და MINI აჭარაში შემოვიყვანეთ… „ომეგამ“ გრძელი გზა გამოიარა: – BMW-სა და MINI-სთან ხელშეკრულება 1998 წელს დავდეთ, 2000 წელს კი თბილისში ცენტრი გავხსენით. მაშინ „ომეგა“, შეიძლება ითქვას, ერთადერთი იყო. დღეს თბილისში თითქმის ყველა მულტინაციონალური ბრენდი არსებობს. ვიმედოვნებ, რომ ამ ჯანმრთელ შეჯიბრში სხვა მეწარმეებიც მოგყვებიან და ამით ქვეყანა მოიგებს“, – განაცხადა პრეზენტაციაზე ზაზა ოქუაშვილმა.
„ეს ძალიან სამაგალითო და სახელმწიფოებრივი ნაბიჯია,“ – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ცოტნე ანანიძემ და „ომეგა ჯგუფს“ საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ვამაყობთ ბატონი ზაზა ოქუაშვილით და იმით, რისი შექმნაც მან უმოკლეს დროში შეძლო. მან BMW-ს ყველა გეგმა შეასრულა. თქვენ ინვესტიციას დებთ და ავითარებთ დილერების ქსელს. თქვენი დამსახურებით, BMW და MINI მხოლოდ თბილისში კი არა, ბათუმშიც იქნება. ეს ცენტრი BMW-ს ყველა სტანდარტს შეესაბამება“, – განაცხადა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას MINI-ს რეგიონის მენეჯერმა, ვიქტორ აიზენბრაუნმა.
საქართველოში ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, დონალდ მაკლარენმა ბათუმში „ომეგა მოტორსის“ ფილიალის გახსნას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.
„ძალიან საინტერესოა, რომ ორი ბრენდი გვაქვს: ერთი ბრიტანული და მეორე- გერმანული, თუმცა საბოლოოდ, ერთად შევკრიბეთ სამი ევროპული ქვეყანა – გერმანია, ბრიტანეთი და საქართველო,“ – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ მაკლარენმა და „ომეგა მოტორსს“ წარმატება უსურვა.
„ეს არის საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი ძალიან კარგი შოურუმი, რომელიც დამერწმუნეთ, ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას,“ – განაცხადა პრეზენტაციაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.
​ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის თქმით კი „ომეგა მოტორსის“ პირველი რეგიონული ცენტრისა და შოურუმის გახსნით, ქალაქს კიდევ ერთი კარგი ობიექტი შეემატა, სადაც დასაქმების საშუალება ბევრს მიეცემა. ცნობისთვის: BMW-ს ახალი, მე-5 სერია – G30, ცნობილია, როგორც „ბიზნესათლეტი“, კონკურეტებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური და ეკოლოგიური ავტომობილია. BMW 5 სერიაში გამოყენებულია ყველა ის ინოვაცია, რომელიც უკვე აქვს ლუქსკლასის სედან 7 სერიას. რაც შეეხება ახალი MINI COUNTRYMAN-ს, ის ბრენდის 57-წლიან ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის გამორჩეული მოდელია, რომელიც ახლა უკვე ჰიბრიდული ამძრაობითაცაა ხელმისაწვდომი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები