ძლიერმა სეტყვამ დმანისის რაიონი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ დმანისის რაიონული ცენტრი და 5 სოფელი – განთიადი, ჯავახი, კირიქილისა, აზკაკლიანი და დარალი დააზარალა. სოფლებში მოსავლის 70% განადგურებულია. არსებული ინფორმაციით, სეტყვამ დააზიანა როგორც სახნავ-სათესი მიწები, ასევე ხეხილი.
გარკვეული პრობლემები შექმნა სოფლის შიდა გზებზეც. როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ამ წუთებში სოფლებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები