შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტმა ქბრბ საფრთხეების აღმომჩენი აღჭურვილობა გადასცა

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული კონტრაბანდის აღმოჩენისა და შეკავების დანაყოფის რეგიონულ მრჩეველს, სანდრო ვოლსკის შეხვდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების გეგმები განიხილეს.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა საჩუქრად გადასცა ქბრბ საფრთხეების აღმომჩენი სპეციალური აღჭურვილობა და დანადგარები, რომელთა პრაქტიკაში გამოყენებაც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით არსებული პოტენციური საფრთხეების პრევენციას, აღმოჩენასა და ლოკალიზებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები