ირაკლი შიხიაშვილი: თქვენთვის მიწა, მხოლოდ საკუთრების ფორმაა, ჩვენთვის კი – მამული

“მახარებს, რომ ხელისუფლებამ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, სასოფლო-სამეურნეო მიწების, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირაკლი შიხიაშვილი წერს.

“ძალიან მახარებს, რომ ხელისუფლებამ მიიღო სწორი და ღირსეული გადაწყვეტილება, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები ადასტურებს, რომ ხელისუფლება ზრუნავს ქართული სახელმწიფოს სიმტკიცეზე და მის მომავალზე.
მადლობას ვუხდი ქართულ საზოგადოებას, რომელმაც გამოაჩინა მტკიცე ნება, საკუთარი ქვეყნის მიწების მიტაცებისგან დასაცავად.
ახლა საზრუნავი და სამუშაოა, რომ მიეცეს ქართველ ერს მაქსიმალური შესაძლებლობა, საკუთარ მიწაზე შრომით მიღებული დოვლათით გამდიდრდეს და სახელმწიფოსაც გაუზარდოს შემოსავალი! “- წერს სოციალურ ქსელში შიხიაშვილი და აქვე “პროდასავლურობას” ამოფარებულ პოლიტიკოსებს მიმართავს:

“მინდა მივმართო, ყველა, “პროდასავლურობას” ამოფარებულ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ჯგუფს, სოროსის “ძუძუთი გამოზრდილებს” და მოწამლულებს!
საქართველოს, ისტორიულად, მოღალატეები არასდროს აკლდა, მაგრამ ამდენი და გაიძვერობაში ასეთი გამოწვრთნილები, ალბათ არცერთ ეპოქაში არ ჰყოლია. მინდა ვუთხრა გიორგი ტუღუშისნაირებს, საერთოდ წარმოდგენილი გააქვთ, რამდენად ძვირი უჯდება მტერს ოკუპაცია ( ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დაკარგვა, მიტაცებული ტერიტორიის დაცვა, შენარჩუნება, საერთაშორისო პროგრესული საზოგადოების თვალში იმიჯის შელახვა. ამავე დროს, მუდამ რჩება მისთვის  საფრთხედ, რომ გარკვეული დროის შემდეგ მაინც მოუწევს ოკუპირებული ტერიტორიის დათმობა, როგორც დათმო ავღანეთი, აღმოსავლეთ გერმანია და ა. შ. … თან უზარმაზარი დანახარჯები შეიძლება დაეკარგოს)?!  ვიდრე იყიდოს მიწები ანუ ტერიტორიები, ინვესტორის ნიღაბამოფარებულმა, “კანონის” სრული დაცვით, რომლის კერძო საკუთრებასაც დაიცავს, როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართალი?!
სწორედ ასეთი მოღალატეებრივი განზრახვებით, ვითომ ინვესტიციების მოზიდვის მიზნებს ამოფარებულებმა მოახდინეთ საქართველოს თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტების (წყალი, გაზი, აეროპორტი, პორტები…) გასხვისება. დიდი ნაწილის სწორედ ოკუპანტ რუსეთზე! ახლაც ხალხის შეცდომაში შეყვანა გინდათ, თითქოს მიწის გაყიდვა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ქვეყნის მომავლისთვის?!
თქვენთვის მიწა მხოლოდ საკუთრების ფორმაა, ჩვენთვის კი– მამული.
რატომ არც ერთხელ არ გიფიქრიათ,ხელისუფლებაში თქვენი ყოფნისას, “ტუღუშისტებს”, “ბოკერიისტებს”, “მიშისტებს”, “ჭიაბერაშვილისტებს”, ერთი პროექტი მაინც განგეხორციელებინათ, რომლითაც ქართველი გლეხი მიიღებდა მეტ ცოდნას, შეისწავლიდა და დაეუფლებოდა ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობის დარგში, შექმნიდა ფერმერულ გაერთიანებებს, მიიღებდა გრძელვადიან სესხებს, რითაც შექმნიდა ქვეყნისთვის დოვლათს და წელში გაიმართებოდა?! (მხოლოდ “სიღარიბის” პროგრამას რომ ნერგავდით, ხალხის დასაქმების ნაცვლად)?! გეკითხებით თქვე მახინჯი ტვინის პატრონებო! მარტო საქართველოს გაყიდვაზე, დაქუცმაცებაზე და ქართველი ერის გამოფიტვაზე რომ ფიქრობთ!
ქართული მიწა არ გაიყიდება!
დღეს ყველამ დავინახეთ, რომ მიუხედავად შეცდომებისა, საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ჰყავს.
მან მიწების უცხოტომელებიგან მიტაცების საფრთხე გააჩერა!” – წერს შიხიაშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები