ბათუმი-ხულოს ცენტრალური ავტომაგისტრალიდან მსუბუქი ავტომანქანა მდინარეში გადავარდა

აჭარაში, სოფელ პირველ მაისში, ბათუმი-ხულოს ცენტრალური ავტომაგისტრალიდან მსუბუქი ავტომანქანა მდინარეში გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. ადგილზე სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები მივიდნენ და დაშავებულების მდინარიდან დროულად ამოყვანა მოახერხეს. ამჟამად ყველა მათგანი საავადმყოფოშია, მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები