აღმასკომის ყოფილი წევრი ადასტურებს, რომ სეოკ-ის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილი წევრი თამაზ თევზაძე აცხადებს, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დარღვევებით ჩატარდა.
“პირველ პრესკლუბში” გამართულ პრესკონფერენციაზე, თამაზ თევზაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავას გამოეხმაურა, სადაც სეოკ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბაჩილებას ითხოვს.
თამაზ თევზაძე ამბობს, რომ ყველა ის მტკიცებულება, რაც მოსარჩელეს სეოკ-ის წინააღმდეგ გააჩნია, მნიშვნელოვანია.
“საქმის არსებითი განხილვა უკვე დაწყებულია, ხვალ ეს პროცესი გაგრძელდება, რომელზეც სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს. მე, როგორც აღმასკომის ყოფილი წევრი, გიდასტურებთ, რომ ყველაფერი დარღვევებით წარიმართა. ხვალინდელი გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოსა და მომავალში სპორტის განვითარებისთვის. 16 მაისს ჩატარდა აღმასკომის სხდომა, რომელზეც დღის წესრიგში არ იყო სასამართლო პროცესის საკითხი. 4 წლის განმავლობაში არაერთხელ მქონია კამათი და ჩემი პოზიცია ყოველთვის დაფიქსირებული მქონდა, თუმცა ის არც ერთ აღმასკომის ოქმში ასახული არ არის. მე გამოვითხოვე ეს ინფორმაცია, რომელიც არ მომაწოდეს. დღევანდელი სეოკ-ი არის დახურული, გაუმჭვირვალე სტრიქტურა. მომავალში ეს უნდა იყოს შესაბამისობაში ოლიმპიურ ქარტიასთან”,- აღნიშნა თამაზ თევზაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ოლიმპიური კომიტეტის წესდება გაუმართავია.
“საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უკვე 28 წლის არის და ვფიქრობ ერთხელ და სამუდამოდ წესდება ნდა მოგვარდეს. მე, როგორც სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ზალიან ვნანობ, რომ რეფორმების განხორციელების მექანიზმში მეწერა მხოლოდ რიგი ფედერაციების წესდებების სრულყოფა და არ მეწერა სეოკ-ის წესდება, თუმცა ვფიქრობდი, რომ 2012 წელს ახალი ხელმძშღვანელობის პირობებში განხორციელდებოდა. სამწუხაროდ ასე არ მოხდა”,- აღნიშნა თამაზ თევზაძემ.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვა 10 ივნისს 13:00 საათზე გაგრძელდება, რომელზეც შესაძლოა მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოიტანოს.
საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 24 იანვარს დააკმაყოფილა ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა.
ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები