„მიწაზე ვინც ამბობს, უცხოელები ხომ არ მოიკიდებენ და წაიღებენო, იმას ეს ქვეყანა მოკიდებული და დაკიდებული აქვს…“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, არ შეიძლება, მიწა როგორც ინვესტიციის საგანი, ისე იყოს აღქმული. როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ქართული მიწა იმ ღირებულებების ნაწილია, რომელსაც ქართველი ხალხი ვერასდროს შეელევა და შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო მიწა არ უნდა გაიყიდოს.
,, მიწაზე ვინც ამბობს, უცხოელები ხომ არ მოიკიდებენ და წაიღებენო, იმას ეს ქვეყანა მოკიდებული და დაკიდებული აქვს…. როგორ შეიძლება მიწაზე, როგორც საინვესტიციო პროდუქტზე, ისე ვილაპარაკოთ . ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მიწას მსოფლმხედველობითი დატვირთვა აქვს და ცოტა სხვა რამეა ეს. კომუნიზმის დროს, ქართველებს თვითმყოფადობა სწორედ ამ მიწის სიყვარულმა შეუნარჩუნა. არის ღირებულებები, რომელსაც ვერასდროს შეველევით. ჩვენი ყველა მეზობელი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელია, რომლებსაც ჩვენ გარკვეულ კონკურენციას ვუწევთ, როგორც ჩრდილოეთის ბაზარზე, ისე ჩვენს შიდა ბაზარზე. უახლოეს წარსულშიც ბევრი მაგალითი გვაქვს, როდესაც ჩვენს მიწას ყიდულობდნენ, აჩერებდნენ ჩვენს პროდუქციას და შემდეგ ჩვენი პროდუქციის ადგილს იკავებდნენ სხვა ბაზრებზე“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები